Tuesday, June 11, 2024

გოგოებს მამა უფრო უყვართო ნათქვამია.

დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი მეშინოდა და უფრთხილდებოდი მასთან ურთიერთობას. ასე გაგრძელდა რადმენიმე წელი. მერე დაიწყო კარგი მეგობრობა, ეს სულ დედას დამსახურებაა, კარგი მეგობრობა სახელად ურთი-ერთობა!

პირველად რომ ვნახე, გასაცნობად მასთან სახლში მიმიყვანა აჩიკომ. შემოდგომა ახალი მიწურული იყო და ციოდა. იმ წამსვე შევარდა საძნებელში და ხელში რაც მოხვდა ის გამომიტანა საჩუქრად. თბილი, ლამაზი ორნამენტებით მოქსოვილი ჟაკეტი დღესაც მაქვს, ვერ ველევი.
ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა - ღია, ფრთხილი და უბრალო.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღეს ტაძარში შუა ხნის მოწესრიგებული, კარგად მოვლილი კაცი შემოვიდა. პატარა ცელქი ბიჭი ყავდა თან. ყურში ჩუმად ეჩურჩულებოდა - ნახე ყველა ბავშვი ტაძარშია, რა გინდა გარეთ, აქ კარგიაო. დაუღალავად დაყვებოდა უკან და ყველა მოძრაობაზე ეტყობოდა როგორ უფრთხილდებოდა მისი ტაძართან ურთიერთობის სწორად წარმართვას. დიდხანს გაგრძელდა ასე,  მერე ბებია დაინახა ბავშვმა და მოწყვეტით გაექანა მისკენ. ბებიამ გაიცინა და ხელში აიტაცა ბიჭი. კაცმა ღიმილით და თითქოს დანანებით ანიშნა ცოლს რა ვქნა მეტი აღარ მიჩერდებაო, მანაც საპასუხო თბილი ღიმილი დაუბრუნა - არაუშავსო.
კარგია ბაბუა!
მე არასოდეს მყოლია ბაბუა, არც პაპა:) ალბათ ძალიან მეყვარებოდა.
არც ჩემს შვილებს ყავთ არცერთი და ზუსტად ვიცი, რომ მათაც ძალიან უყვართ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მამა კარგი ბაბუა იქნებოდა ალბათ. ჩემს წარმოდგენაში ხშირდ ვართ ერთად. ზღვის პირას ვსხედვართ და ბრტყელი ქვების შორს სროლაში ვეჯიბრებით ერთმანეთს. ზღვის ხმაური არასოდეს მიყვარდა, მაგრამ მის გვერდით საერთოდ არ მაქვს შიში, მშვიდად ვარ. ვიცი, რომ ზღვის სუნი მასაც უყვარს და სიამოვნებით ვიხანგრძლივებ მასთან ერთად ყოფნის დროს. ვფიქრობ, ბავშვებსაც ისეთივე საინტერესო თავგადასავლებში ამყოფებდა, როგორც მე ჩემს წარმოდგენებში დღემდე.

მამაო მეტად თამამი იყო, უფრო გახსნილი და უბრალო. ალბათ ხშირად დაინახავდნენ შვილიშვილებთან ერთად მოხეტიალეს და ისევე როგორც დღეს მე, ვიღაცას აუცილებლად მოხვდებოდა მათი ურთიერთბა თვალში.