დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი მეშინოდა და უფრთხილდებოდი მასთან ურთიერთობას. ასე გაგრძელდა რადმენიმე წელი. მერე დაიწყო კარგი მეგობრობა, ეს სულ დედას დამსახურებაა, კარგი მეგობრობა სახელად ურთი-ერთობა!
პირველად რომ ვნახე, გასაცნობად მასთან სახლში მიმიყვანა აჩიკომ. შემოდგომა ახალი მიწურული იყო და ციოდა. იმ წამსვე შევარდა საძნებელში და ხელში რაც მოხვდა ის გამომიტანა საჩუქრად. თბილი, ლამაზი ორნამენტებით მოქსოვილი ჟაკეტი დღესაც მაქვს, ვერ ველევი.
ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა - ღია, ფრთხილი და უბრალო.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღეს ტაძარში შუა ხნის მოწესრიგებული, კარგად მოვლილი კაცი შემოვიდა. პატარა ცელქი ბიჭი ყავდა თან. ყურში ჩუმად ეჩურჩულებოდა - ნახე ყველა ბავშვი ტაძარშია, რა გინდა გარეთ, აქ კარგიაო. დაუღალავად დაყვებოდა უკან და ყველა მოძრაობაზე ეტყობოდა როგორ უფრთხილდებოდა მისი ტაძართან ურთიერთობის სწორად წარმართვას. დიდხანს გაგრძელდა ასე, მერე ბებია დაინახა ბავშვმა და მოწყვეტით გაექანა მისკენ. ბებიამ გაიცინა და ხელში აიტაცა ბიჭი. კაცმა ღიმილით და თითქოს დანანებით ანიშნა ცოლს რა ვქნა მეტი აღარ მიჩერდებაო, მანაც საპასუხო თბილი ღიმილი დაუბრუნა - არაუშავსო.
კარგია ბაბუა!
მე არასოდეს მყოლია ბაბუა, არც პაპა:) ალბათ ძალიან მეყვარებოდა.
არც ჩემს შვილებს ყავთ არცერთი და ზუსტად ვიცი, რომ მათაც ძალიან უყვართ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მამა კარგი ბაბუა იქნებოდა ალბათ. ჩემს წარმოდგენაში ხშირდ ვართ ერთად. ზღვის პირას ვსხედვართ და ბრტყელი ქვების შორს სროლაში ვეჯიბრებით ერთმანეთს. ზღვის ხმაური არასოდეს მიყვარდა, მაგრამ მის გვერდით საერთოდ არ მაქვს შიში, მშვიდად ვარ. ვიცი, რომ ზღვის სუნი მასაც უყვარს და სიამოვნებით ვიხანგრძლივებ მასთან ერთად ყოფნის დროს. ვფიქრობ, ბავშვებსაც ისეთივე საინტერესო თავგადასავლებში ამყოფებდა, როგორც მე ჩემს წარმოდგენებში დღემდე.
მამაო მეტად თამამი იყო, უფრო გახსნილი და უბრალო. ალბათ ხშირად დაინახავდნენ შვილიშვილებთან ერთად მოხეტიალეს და ისევე როგორც დღეს მე, ვიღაცას აუცილებლად მოხვდებოდა მათი ურთიერთბა თვალში.
GoodOk
Tuesday, June 11, 2024
Thursday, March 2, 2023
დე, აქ ვარ!
თქვენი შვილების ხასიათი, ქცევა და ზნე სრულად დამოკიდებულია თქვენთან, მათ მშობლებთან ურთიერთობის ხანგრძლივობასა და ხარისხზე.
დიახ, სწორედ ასეა.
როგორი შვილი მინდა მყავდეს?
- ისეთი როგორ მაგალითსაც ვაძლევ მე.
- ისეთი რასაც მე ვასწავლი
- ისეთი როგორ დროსაც მასთან ერთად ვატარებ
- ისეთი რამდენ დროსაც ვუთმობ...
ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა შვილების პროტესტი, აგრესია, ჯინიანი საქციელი და სამაგიეროს გადახდის სურვილით ჩადენილი ათასი სისულელე. ეს ყველაფერი მშობლებთან ურთიერთობის სიმწირეს მოყვება.
სამსახური გაქვს? დაღლილი ბრუნდები და გვიანია? მაინც გამონახე თუნდაც 1 საათი მაგრამ იყავით შვილებთან ერთად.
ერთად ყოფნა არ გულისხმობს მათთან ერთად კინოში წასვლას, შეიძლება დაიწყო კინოთ მაგრამ აუცილებლად უნდა მოყვებოდეს საუბარი, გარჩევა, დიალოგი, ერთად სიცილი, შედარება არვიცი, ყველაფერი.
ურთი-ერთობა. კარგი სიტყვაა, ძალიან კარგი.

Friday, July 26, 2013
ცისფერსისხლიანები
გუშინ გვიანობამე ვისხედით ერთად. ასეთი გულღია, წრფელი და საინტერესო არასოდეს ყოფილა. ყვებოდა იმას, რისი მოსმენაც 28 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ბავშვური ჟინით მინდოდა!
ქეთევან ბაგრატიონსა და იოსებ ფალავადიშვილს 3 ქალიშვილი (მარიამი, ეკატერინე და ალექსანდრა) და 1ვაჟი (ივანე) ჰყავდათ. მუხრანში, სასახლეში უზუნველად და სიყვარულით ცხოვრობდნენ. ბოლშევიკების გამოჩენისთანავე ვაჟი გადამალეს, ძვირფასი ნივთები ერთად ჩაყარეს და თბილისში გამოიქცნენ.
საგვარეულო ძვირფასეულობა დებმა დაინაწილეს...
მარიამ ფალავანიშვილს პეტერბურგიდან ჩამოსული გრაფი გუდკოვი გააცნეს. მაღალი, ლამაზი, მოხდენილი კაცი იყო...იქორწინეს. ფიქრის გორაზე უზარმაზარ სახლში დამხმარეებთან და ერთადერთ ვაჟთან ერთად ცხოვრობდნენ. დიდი კაბები, საღამოები, საუბრები და ჩაი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. თავადობა ნელა–ნელა კაგავდა ძალას, გრიშა მუშაობდა, მარიამი კი ვაჟს ზრდიდა. ხელის გულზე ატარებდნენ, 16 წლის რომ გახდა "победа" უყიდეს. იმ დროისთვის პრესტიჟული, მეღვინეობის ფაკულტეტი დაამთავრებინეს. თბილისში თითით საჩვენებელი ბიჭი იყო... მანქანის სანახავად ხშირად ეზოში აკითხავდნენ. არც ჭრელ–ჭრელი, სიფრიფანა კაბიანი გოგონების ყურადღება აკლდა! ერთხელ, უნივერსიტეტის ეზოში მეგობართან ერთად მჯდარა საშუალო სიმაღლის, თხელი, ძალიან ლამაზი გოგონა. რომ დაუნახავს ბიჭებისთვის უთქვამს ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო. მას შემდეგ მოსვენება დაუკარგავს და არც იმ გოგოს ასვენებდა. მართალია გლეხის ქალი იყო, მაგრამ თავდაჭერილობა არ აკლდა. დღემდე ასეთია, მოწესრიგებული, მკაცრი და ამაყი. მარიამს რომ გაუგია ლეჟავას ქალი მოსწონსო დიდად ბედნიერი არ ყოფილა: მომიყვანე და გამაცანი, თუ არაფერი ვაჩუქე ე.ი. არ მომეწონა და კი იცი მერე რაც უნდა ქნაო – ასე უთქვამს.
კიბეზე რომ ავდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდაო ბებიაჩემი ყვება, არც ის ვიცოდი მიყვარდა თუ რა ხდებოდა ჩემს თავსო. მოკრძალებული მისალმებისა და საუბრის შემდეგ, მარიამმა ზარდახშის ჩამოსაღებად მურმანს უხმო. კარადის ზედა თაროდან დიდი თეთრი ჩაიდანი ჩამოდგეს. ცოტა ფიქრის შემდეგ ვაჟის რჩეულს ბრილიანტის ბეჭედი მიაწოდა. ბებიას მორცხვად უთქვამს – რას ბრძანებთ, ვერ გამოგართმევთ, რისთვის მჩუქნითო, პასუხად კი მკაცრად მიუღია – მგონი მაქვს უფლება ჩემი ვაჟის მეგობარს რაც მინდა ის ვაჩუქოო და დასტურის ნიშნად შვილისთვის თვალი ჩაუკრავს.

Wednesday, July 17, 2013
ადამიანი
მიყვარს ადამიანები, მიუხედავად მათი სიჭრელისა.
მიყვარს მათთან ურთიერთობა, მიუხედავად მათი სირთულისა.
მიყვარს მათი ისტორიების მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვგრძნობ მათ არარეალურობას.
მიყვარს მათი არტისტიზმი, დამოკიდებული იმაზე, თუ ვისთან აქვთ ურთიერთობა.
მიყვარს მათზე ზრუნვა, მიუხედავად იმისა ელოდებიან თუ არა ამას ჩემგან.
Subscribe to:
Comments (Atom)