ქეთევან ბაგრატიონსა და იოსებ ფალავადიშვილს 3 ქალიშვილი (მარიამი, ეკატერინე და ალექსანდრა) და 1ვაჟი (ივანე) ჰყავდათ. მუხრანში, სასახლეში უზუნველად და სიყვარულით ცხოვრობდნენ. ბოლშევიკების გამოჩენისთანავე ვაჟი გადამალეს, ძვირფასი ნივთები ერთად ჩაყარეს და თბილისში გამოიქცნენ.
საგვარეულო ძვირფასეულობა დებმა დაინაწილეს...
მარიამ ფალავანიშვილს პეტერბურგიდან ჩამოსული გრაფი გუდკოვი გააცნეს. მაღალი, ლამაზი, მოხდენილი კაცი იყო...იქორწინეს. ფიქრის გორაზე უზარმაზარ სახლში დამხმარეებთან და ერთადერთ ვაჟთან ერთად ცხოვრობდნენ. დიდი კაბები, საღამოები, საუბრები და ჩაი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. თავადობა ნელა–ნელა კაგავდა ძალას, გრიშა მუშაობდა, მარიამი კი ვაჟს ზრდიდა. ხელის გულზე ატარებდნენ, 16 წლის რომ გახდა "победа" უყიდეს. იმ დროისთვის პრესტიჟული, მეღვინეობის ფაკულტეტი დაამთავრებინეს. თბილისში თითით საჩვენებელი ბიჭი იყო... მანქანის სანახავად ხშირად ეზოში აკითხავდნენ. არც ჭრელ–ჭრელი, სიფრიფანა კაბიანი გოგონების ყურადღება აკლდა! ერთხელ, უნივერსიტეტის ეზოში მეგობართან ერთად მჯდარა საშუალო სიმაღლის, თხელი, ძალიან ლამაზი გოგონა. რომ დაუნახავს ბიჭებისთვის უთქვამს ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო. მას შემდეგ მოსვენება დაუკარგავს და არც იმ გოგოს ასვენებდა. მართალია გლეხის ქალი იყო, მაგრამ თავდაჭერილობა არ აკლდა. დღემდე ასეთია, მოწესრიგებული, მკაცრი და ამაყი. მარიამს რომ გაუგია ლეჟავას ქალი მოსწონსო დიდად ბედნიერი არ ყოფილა: მომიყვანე და გამაცანი, თუ არაფერი ვაჩუქე ე.ი. არ მომეწონა და კი იცი მერე რაც უნდა ქნაო – ასე უთქვამს.
კიბეზე რომ ავდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდაო ბებიაჩემი ყვება, არც ის ვიცოდი მიყვარდა თუ რა ხდებოდა ჩემს თავსო. მოკრძალებული მისალმებისა და საუბრის შემდეგ, მარიამმა ზარდახშის ჩამოსაღებად მურმანს უხმო. კარადის ზედა თაროდან დიდი თეთრი ჩაიდანი ჩამოდგეს. ცოტა ფიქრის შემდეგ ვაჟის რჩეულს ბრილიანტის ბეჭედი მიაწოდა. ბებიას მორცხვად უთქვამს – რას ბრძანებთ, ვერ გამოგართმევთ, რისთვის მჩუქნითო, პასუხად კი მკაცრად მიუღია – მგონი მაქვს უფლება ჩემი ვაჟის მეგობარს რაც მინდა ის ვაჩუქოო და დასტურის ნიშნად შვილისთვის თვალი ჩაუკრავს.